მეუფე გრიგოლი - სააუკუნეებია ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს
Tbilisi Daily
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს.
მიუხედავად იმისა რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის.
ამის შესახებ მიტროპოლიტმა ეკლესიისთვის ტყის გადაცემის კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა კანონზეა საუბარი. უფრო კარგად ვიცი სიტუაცია წალკაში, სადაც არის 40 სოფელი და ყველა სოფელში არის ქართული ტაძარი ან ნატაძრალი. სადაც ახლა ეთნიკური დასახლებებია, მითუმეტეს საზღვარზე სულ არის ციხე-სიმაგრეები და მონასტრები. მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. მიუხედავად იმისა რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ ქადაგებს რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწავნე ზოლ მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს მცხეთა სვეტიცხოლის, ქუთაისი გელათის და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია ეს ღვაწლია ეკლესიის საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს“ -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
#news#რეგიონი#ტყის კოდექსი#მარტვილის ეპარქია#Tbilisi Daily#dailynews#