დღეს 3 საათზე ოპოზიცია ბათუმში აქციას გამართავს

Batumi Daily

დღეს ბათუმში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას - აქცია 3 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან დაიწყება. "ჩვენი მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე პროპორციული არჩევნები; ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეების გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება" - წერია ოპოზიციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო აქცია ჩატარდება შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით. აქციაზე დასწრების მსურველებს ჩაუტარდებათ თერმო სკრინინგი, აგრეთვე, აქციის თითოეულ მონაწილეს დაურიგდება პირბადე. "რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის და ვთხოვთ დისტანციურად გამოგვიცხადონ სოლიდარობა" - აცხადებენ ოპოზიციაში. ბათუმში საპროტესტო აქცია თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიიცის წევრებს კარვები აქვთ გაშლილი, რამდენიმე ადამიანმა კი, პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს მიმართა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში