ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 22-ით გაიზარდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი.
ახალი ცნობები სააგენტო „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ მიაწოდა.
კოჩიევას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა 1200 ადამიანი.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულია 484 პაციენტი. სულ ამავე პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30963082.html
#ახალი_ამბები
#twitter