საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლოქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 185, პისიარტესტით - 17 839. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 4,94 პროცენტი, ბოლო 14 დღის - 4,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის - 4,72 პროცენტი. კარანტინის რეჟიმშია 217, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 765 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 718 პირი.