ახალ ზელანდიაში 100-მდე ადამიანის შეკრება დასაშვები ხდება
Tbilisi Daily
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყანაში ასამდე ადამიანის შეკრება მომავალი კვირიდან დასაშვები გახდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეკავების მიზნით, ახალ ზელანდიაში მხოლოდ ათამდე ადამიანის შეკრება იყო დაშვებული.
13 მაისს ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედება გააუქმა.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 154 შემთხვევა გამოვლინდა, 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 გარდაიცვალა.