RadioLiberty: დაკავებული უკრაინელი გენერალი შს მინისტრის მკვლელობას გეგმავდა
Headline
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) თანამშრომლობის გამო დააკავეს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის სავარაუდო მკვლელობის დაგეგმვაში იყო ჩართული.
ავაქოვის მოადგილემ ანტონ ჰერაშჩენკომ 16 აპრილს მიცემ
ულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი, სავარაუდოდ შს მინისტრის და ადამ ოსმაიევის მკვლელობას გეგმავდა.
ადამ ოსმაიევი უკრაინელების მხარეს მებრძოლი ჩეჩენი მოხალისეების ლიდერია, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვიან.
იმავე დღეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი დააკავა, რომელიც შაიტანოვთან ერთად, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობდა.
ვალერი შაიტანოვი 14 აპრილს დააკავეს და მას ტერორიზმისა და სახელმწიფოს ღალატის მუხლით წარედგინა ბრალი.
ერთი დღის შემდეგ, საპასუხოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დააკავეს რუსი სამხედრო მოსამსახურე და ეროვნებით უკრაინელი პიროვნება ყირიმის რეგიონში, რომლებიც უკრაინის სასარგებლოდ, ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ.
რუსულ-უკრაინული ურთიერთობები 2014 წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც კრემლის ხელისუფლებამ უკრაინის სუვერენული ყირიმის ნახევარკუნძული ჯარის გამოყენებით დაიკავა და შემდეგ უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა. სულ მცირე 100-მა ქვეყანამ არალეგიტიმურ ცნო ზემოხსენებული რეფერენდუმი.
იმავე წლის აპრილში, უკრაინის აღმოსავლეთში (დონეცკსა და ლუგანსკში), ადგილობრივმა სეპარატისტებმა, რუსეთის მხარდაჭერით შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყეს ოფიციალური კიევის წინააღმდეგ, რასაც დღემდე დაახლოებით 13 200 ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო: Arrested Ukrainian Top Security Officer 'Planned Interior Minister's Assassination' (17.04.2020), www.rferl.org
#Ukraine
#Russia
#Conflict
#headline