ინფიცირების 2401 ახალი შემთხვევიდან 976 თბილისიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანწილდა: თბილისში - 976; აჭარაში - 328; იმერეთში - 368; ქვემო ქართლში - 61; შიდა ქართლში - 135; გურიაში - 62; სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280; კახეთში - 70; მცხეთა-მთიანეთში - 31; სამცხე-ჯავახეთში - 55; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 49 218-ს შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 289 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 33 459. https://www.radiotavisupleba.ge/a/30931278.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)