ერევანში აქციებზე მოითხოვენ ОДКБ-დან გასვლას, მიესალმებიან ნენსი პელოსის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმართება აქციები, რომლებზეც მოქალაქეები მიესალმებიან ნენსი პელოსის ვიზიტს და მოითხოვენ სომხეთის ОДКБ-დან გასვლას. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მოქალაქეები შესაბამისი პოსტერებით შეიკრიბნენ ხელოვნების ცენტრ „გაფესჩიანთან“, სადაც პელოსი სიტყვით გამოვიდა. ხოლო ОДКБ-ს მოწინააღმდეგეები - თავისუფლების მოედანზე.  სომხეთში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) ერევანს სამხედრო დახმარება არ გაუწია აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის დროს.   სომხეთის ხელისუფლება ОДКБ-ს მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს მაღალ დონეზე და ბლოკს უმოქმედობაში ადანაშაულებს. პარალელურად, სომხეთს ეწვია აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელმაც მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის „უკანონო“ სასაზღვრო თავდასხმები სომხეთზე და დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ. https://www.radiotavisupleba.ge/a/32039771.html

Source: radiotavisupleba.ge