ოკუპანტებმა სოფელ ფიჩორში ძველი მავთულხლართების ახლით ჩანაცვლება დაიწყეს

Tbilisi Daily

ძველი მავთულხლართების ახლით ჩანაცვლების პროცესი მინდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ფიჩორთან დამაკავშირებელ საოკუპაციო ზოლზე. ადგილობრივების თქმით, ბოლო დღეებია ბოძებზე კამერების დაყენებაც ხდება. "დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცვლიან არსებულ მავთუხლართებს და ახლებს აყენებენ. ასევე ხდება ვიდეოკამერების დაყენება ალბათ პატრულირების გააქტიურებისთვის,"-აცხადებენ ადგილობრივები. #news#ოკუპირებული აფხაზეთი#განმუხური# სოფელი ფიჩორი# რუსი სამხედროები# ე.წ ბორდერიზაცია#tbilisidaily#newsdaily#