რა ვითარებაა ტყვარჩელის კოვიდმიმღებ კლინიკაში?

Sokhumi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ბიუჯეტით 23 ოქტომბერს ტყვარჩელში პაციენტების სამკურნალო აუცილებელი მედიკამენტები და მედპერსონალის სპეც.ტანსაცმელი შეიძინეს. ე.წ "უწყების" ცნობით, ტყვარჩელის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები შეძლებენ მკურნალობას. ”მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს დისტანციურად ვუწევთ რეკომენდაციებს, ტყვარჩელის კლინიკაში გვექნება გრაფიკი მორიგე ექიმებისა. ველოდებით აღჭურვილობას. ქვეყნის ხელმძღვანელობა გვეხმარება, მათ იციან ჩვენი პრობლემები. ასე რომ, ერთ კვირაში შევძლებს პაციენტების მიღებას." - აღნიშნავს საავადმყოფოს ექიმი. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ 15 საწოლი იქნება გამოყოფილი. 23 ოქტომბრის მონაცემებით, ტყვარჩელში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამბულატორიული მკურნალობის დროს გამოიყო 70 პაციენტი, რომლებიც მსუბუქი სიმძიმის არიან. რეგიონში საშუალო სიმძიმის სამი პაციენტია, რომლებსაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მობილური გუნდი დღეში ორჯერ სტუმრობს და აკონტროლებს მათ ჯანმრთელობას, ტყვარჩელში კორონავირუსისგან 19 პაციენტი განიკურნა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ##SokhumiDaily ##Sokhumi ##სოხუმი ##აფხაზეთი ##ახალიამბები ##აფხაზეთისაქართველოა