საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 605 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 583 შემთხვევა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 3.51%;
ბოლო 7 დღის - 3.79%;
ბოლო 14 დღის - 4,41%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 671-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 260 480 შემთხვევა. მათგან 251 748 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3240 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31085430.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები