რა განაპირობებს ნამიკ სალიფოვის კრიმინალურ ავტორიტეტს ?

0
კრიმინალურ წრეში ნამიკ სალიფოვის ავტორიტეტი სულ უფრო იზრდება. ნადირ სალიფოვის ძმამ განაცხადა, რომ არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ კრიმინალური "იმპერიის" პატრონობაც სურს. კანონიერი ქურდების, მერაბ მზარეულასა და მაცი გვარამიას შერიგებამ ნამიკ სალიფოვს დიდი ავტორიტეტი მოუტანა კრიმინალურ წრეში. "მშვიდობისმოყვარე" - დამნაშავეთა გარემოცვაში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ ამ ამპლუაში ევლინება აზერბაიჯანს ნამიკ სალიფოვი. ასევე, როგორც ცნობილია, ნამიკ სალიფოვს დიდი კავშირი აქვს რუსეთის კრიმინალურ სამყაროსთან. ურალში მისი პოზიციები საკმაოდ მყარადაა გამაგრებული. შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს, თურქეთში, ლოტუ გული პირადმა დაცვამ შეკვეთით მოკლა. მას შემდეგ, მის "ტიტულზე" ბრძოლა გრძელდება.
0