0
#voteformutso
მეგობრებო, როგორც უკვე იცით, მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა დღეს ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო ??? ☝️ დღეიდან 15 სექტემბრის ჩათვლით კი თქვენც გეძლევათ შანსი აღნიშნულ პროექტს ხმა მისცეთ 2019 წლის ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მთავარი ჯილდოს და „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად. ✋ წესები ასეთია: 1️⃣ - ხმა უნდა მისცეთ 3 სხვადასხვა პროექტს. 2️⃣ - პირველად ხმა მიეცით მუცოს პროექტს, რადგან ამ შემთხვევაში ის შეფასდება 3 ქულით. მეორე თქვენს მიერ არჩეული პროექტი მიიღებს ორ, ხოლო მესამე - 1 ქულას; 3️⃣ - ერთიდაიგივე ქვეყნიდან წარდგენილ ორ სხვადასხვა პროექტს ხმას ვერ მისცემთ; 4️⃣ - ხმის მიცემის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მოგივათ წერილი ("მეილი"), რომელიც უნდა გახსნათ და დაადასტუროთ. თუ "მეილი" არ მოგივიდათ "inbox"-ში, გთხოვთ, შეამოწმოთ "spam"-იც; 5️⃣ - ხმის მიცემის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 სექტემბერი; 6️⃣ - ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ. თქვენი ელ-ფოსტა არ გასაჯაროვდება; 7️⃣ - ხმის მიცემისას შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი თქვენი რჩეული პროექტის შესახებ. გთხოვთ შეხვიდეთ ბმულზე: vote.europanostra.org და მისცეთ ხმა ამ მართლა უმაგრეს პროექტს. ასევე - გაუზიაროთ მეგობრებს ეს "პოსტი", რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მისცეს ხმა ?????? კონკურენცია საკმაოდ დიდია ;) დიდი მადლობა და აბა, ჩვენ ვიცით!!! წარმატებები მუცოს! ✊✊✊
0