15 votes
comments
shares
Save
8 reads
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 year ago

✔წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის დირექტორმა ბექა იოსელიანმა და საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის თავმჯდომარე უკა კილაძემ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

✔შეხვედრაზე საუბარი C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექცია შიდსის ინტეგრირებულ მართვას შეეხო.

✔,, C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული მართვის პილოტური პროგრამა, შარშან სამეგრელოს რეგიონში განხორციელდა პირველად, გლობალური ფონდის მხარდაჭერით, რომელმაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო.

ეს პილოტური პროექტი წელსაც გრძელდება და სამეგრელოს გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ორი დაავადების C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის სრულ აღმოფხვრამდე, ხოლო აივ ინფექცია შიდსის ადრეულ გამოვლენამდე და მართვამდე-აღნიშნა ბექა იოსელიანმა.

✔შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ შეროზია, წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თამარ კვარაცხელია, წალენჯიხის "ევექსის" მენეჯერი მაია მაღლაკელიძ, წალენჯიხის კლინიკო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი ლალი ფიფია, ქ.ჯვარის დევნილთა ამბულატორიის დირექტორი გოჩა ლიპარტია და პირველადი ჯანდაცვის ექიმები ესწრებოდნენ.


Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 year ago
15
Write a comment