შეუძლია თუ არა 5G-ს ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა?

0
2019 წლის მიწურულს ვვარაუდობდით და ლოგიკურიც იყო, რომ 2020 წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მე-5 თაობის – 5G-ს ამოქმედება იქნებოდა. ვარაუდის ლოგიკურობა ძალაშია, უბრალოდ საკმაოდ მწვავე გვერდითი მოვლენებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში პირდაპირ ანადგურებენ 5G ინფრასტრუქტურას. ადამიანთა საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კი სჯერა, რომ 5G ტექნოლოგია მათი ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ისტორიულად, მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის მიუღებლობა. სიმსივნის შემთხვევებსა თუ გულსისხლძარღვთა დაავადებებს კი ხშირად, მათ დასახლებასთან ახლოს მდგარ კავშირგაბმულობის ანძებს უკავშირებდნენ. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს წარმოდგენა ერთგვარი საფუძველია დღევანდელი შეთქმულების თეორიების დასაშენებლად, თუმცა, რამდენად არსებობს შანსი, რომ ეს მათ მიერ „დაცდილი“ კავშირი რეალურთან ახლოს მაინც იყოს? არაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად შესაძლებელია ვირუსი, როგორც ბიოლოგიური ფენომენი რადიოტალღებთან, რომელიც სრულიად განსხვავებულ – ელექტრომაგნიტურ სპექტრში არსებობს, ურთიერთქმედებდეს და მისი გავრცელების წინაპირობა იყოს. წყარო: Marketer.ge
News
5G
0