ლელა გულედანი: 30 წელი გადის და დევნილებს იყენებენ ისევ საარჩევნო თემად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“ ლელა გულედანი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა საკითხებით პარლამენტში პრაქტიკულად არავინ ინტერესდება და დევნილებს საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი რეალური წარმომადგენელიც კი არ ჰყავთ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლელა გულედანმა პარლამენტში მისი პარტიის წარმომადგენელთა შესვლის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დევნილები წლების განმავლობაში პოლიტიკოსები საარჩევნო თემად იყენებენ და მათი პრობლემების მოგვარებაზე რეალურად არ ზრუნავენ: „საარჩევნო თემაშიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი ათეულშიც კი არ სვამს დევნილს, როდესაც თითო ათეულში თითო დევნილი უნდა იყოს, პროცენტულად იმდენი დევნილი გვყავს ჩვენს ქვეყანას. არც ადგილობრივ არჩევნებზე არსად დევნილები წარმოდგენილები არ არიან და საარჩევნოდ მანიპულირება, საარჩევნოდ დაპირებებია მხოლოდ. ანუ წლებია, 30 წელი გადის და დევნილებს იყენებენ ისევ საარჩევნო თემად, საარჩევნოდ უკანონებენ ბინებს, ჰპირდებიან პრობლემების მოგვარებას და ჩვენი საერთო პრობლემები მაინც ვერავინ ვერ გადაწყვიტა და სათანადოდ პარლამენტში ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერავინ ვერ აჟღერებს“, - აღნიშნა ლელა გულედანმა "დილის საუბრებში". მისი თქმით, მნიშვნელოვანია დევნილებს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ.  პარტია " არჩევანი სამშობლოსთვის", რომლის თავმჯდომარეც ლელა გულედანია, წინასაარჩევნოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნდა. მანამდე ლელა გულედანი "დევნილთა პარტიას" ხელმძღვანელობდა. "არჩევანი სამშობლოსთვის" პრაქტიკულად ამ პარტიის გუნდის ბაზაზე შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითადი ორიენტირი დევნილთა პრობლემებია. პარტია არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით-48. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, "არჩევანი სამშობლოსთვის" საარჩევნო ტრიბუნის ძირითადად დევნილთა საკითხების დასაყენებლად გამოყენებას აპირებს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30892502.html #ახალი_ამბები #twitter