საქართველოში კორონავირუსის 10-დან 3 ახალ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 1 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 4 მანამდე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 2 შემოტანილია, 3-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კონტაქტების მოძიება გრძელდება. ამის შესახებ მედიას უთხრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, 3 აგვისტოდან დღემდე 10-მდე შემთხვევაა, როცა ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მარინა ეზუგბაიას ცნობით, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 246 პაციენტს, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 22-ის მძიმე, დანარჩენების კი - საშუალო, ან მსუბუქი. 19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1361 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა  1098. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30791435.html #ახალი_ამბები #twitter