ქსნის ციხეში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე დაადასტურა. "როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილი იქნა სამოქალაქო კლინიკაში. მას მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ როგორც არის გათვალისწინება, მოხდა აქტირება, როგორც არის გათვალისწინებული და ის გათავისუფლდა და სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის უწყებასაც ექვემდებარება პენიტენციური სამსახური. მისივე თქმით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ათასამდე პირია კორონავირუსით ინფიცირებული. თუმცა მას არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი ან როგორ დაინფიცირდნენ დახურულ დაწესებულებაში მყოფი პირები კორონავირუსით. https://www.radiotavisupleba.ge/a/31036026.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები