ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 40 სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
Zugdidi Daily
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების 39 საჯარო და 1 კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. კახა ფარცვანიას თქმით, ქალაქის 12 და 6 კერძო სკოლაში სწავლა სასკოლო ოთახებში პირველ ოქტომბერს განახლდება.
"აბსოლუტურად ყველა სკოლა არის მზად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, ყველა სკოლაში არის მოწყობილი განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი დეზობარიერები, სადეზინფექციო საშუალებები, ტერმოსკრინინგი და ასევე ყველა სკოლას აქვს მოწყობილი სივრცე ისე, რომ დაცული იყოს 1 მეტრიანი დისტანცია სასკოლო ოთახებში, ხოლო დერეფნებსა და ეზოებში 2 მეტრიანი დისტანცია", - თქვა კახა ფარცვანიამ.
ზუგდიდის სკოლების ნაწილი ჰიბრიდულ სწავლებაზე, ნაწილი კი ორ ცვლაზე გადადის.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: რადიო ათინათი
#სკოლები
#სამეგრლო
#ზუგდიდი
#zugdididaily