ეთნოკონფლიქტი-ანტაგინიზმი და პოლიტიკური ელიტები: ოპტიმიზმი 1991.

ByBekaGeorgia
0
ეთნიკური კონფლიქტი ჩნდება ეთნიკური ჯგუფის ლიდერების მიერ საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის, სწორედ ასეთ დროს იყენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს რათა ხელი შეუწყონ მტრობის და ეთნიკური ძალადობის გაღვივებას რათა წარმოიქმნას უსაფრთხოების დილემა. მასებისგან განსხვავებით ელიტებს ახასიათებთ სხვებში სუსტი და ყველაზე მგრძნობიარე ადგილების დანახვისა და მათი საკუთარი რეალუზებუსთვის გამოყენების სურათი. დონალდ ჰოროვიცი სმიტსონის უნივერსიტეტის პროფესირი გამოყოფდა რამდენიმე მიზეზს რომელიც იწვევს ეთნიკურ ომს. 1) ერთი ჯგუფის ისტორიული დომინირება მეორეზე ან უარეს შემთხვევაში რომელიც ახლაც დომინირებს და დომინანტია. ეს ფაქტორი ხელს უწყობს ეთნიკური გადაშენების შიშის. 2) მეორე ფაქტორი უარყოფით ეთნიკური სტერეოტიპების არსებობა არის ის რაც ხელს უწყობს მასობრივ მტრულ დამოკიდებულებას, მათ შორის ეთნიკური საკრალური სიმბოლოების კონფლიქტი 3) ეკონომიკური გაჭირვება ცხოვრების დინის შემცირების ტენდენცია. მაგ: პირველ მსოფლიო ომამდე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მილიტარისტული იდეების წინ წამოწევით, ომი იყო აღქმული როგორც კეთილშობილური, სასარგებლო და გარდაუვალი. ყოველივე ამაში გადამწყვეტი ისაა რომ ისინი დარწმუნებულნი არიან საკუთარი სტრატეგიული მითების სინამდვილეში. ამდროს კი აგრესიული. ელიტები იყენებენ ბიურიკრატიულ ბაზებს და მონოპოლიას მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, ავრცელებენ განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას რათა დაარწმუნონ სხვები თავიანთი პოლიტიკის სისწორეში რომ მათი გზა არის ჭეშმარიტი. რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას ეს საზოგადოების ის ნაწილია რომელიც კარნახობს და ადგენს დღის წესრიგს საზოგადოებაში, შესაბამისად ელიტებში სადაც ჭარბობს ცოდნა, მართავენ მათ, რომლებიც გრძნობებს და ემიციებს არიან აყოლილნი. შესაბამისად ქართველებს და აფხაზებს შორის კონფლიქტი მთლიანად ადგილობრივი ელიტების მიერ ინსცენირებული იყო რუსეთის წაქეზებით რადგან თუ ისტორიულ რაკურს გადავავლებთ თვსლს წარსულში ეთნიკურ ნიადაგზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება არ მომხდარა. აფხაზეთის ომის გამომწვევ მიზეზად უნდა გამოიყოს ორი ფაქტორი შიდა და საგარეო სადაც დიდი როლი ითამაშა რუსეთმა რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი მუდმივად ცდილობს გავლენა შეინარჩუნოს რეგიონზე, სწორედ ის ახდენს კავკასიაში ნაციონალიზმის და სეპარატისტიზმის გაღვივებას. კავკასიაში მტრული ბანაკების არსებობა მუდმივად მისცემს კრემლს არასტაბილურობა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და კონტროლის მექანიზმები შეინარჩუნოს.
მე-20 საუკუნის 80 იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობასთან ერთად გააქტიურდნენ აფხაზეთში ანტი. ქართული ძალები, აფხაზეთის უზენაესი საბჭო იღებს ანტიკონსტიტუციურ დადგენილებას აფხაზური გვარდიის შექმნის თაობაზე და სწორედ სეპარატისტების ლიდერი არძინბა მოუწოდებდა მხარდამჭერებს ხალადობისკენ მისი მიზანი იყო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება ეს ყოველივე კი მას საშუალებას აძლევდა მანიპულაციების ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი რომელიც ელიტების მიერ წარმოებულ ეთნიკურ ომს წარმოშობს. აფხაზურ კონფლიქტში აშკარად ჩანს მართველ კლანებს როლი რადგან 1989 წლის მონაცემებით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზები უმცირესობას წარმოადგენდნენ სულ რაღაც 17% ს როდესაც ქართველები 46% მაგრამ ადგილობრივ სახელისუფლო ორგანოებში უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი ბუნებრივია მათ უჩნდებოდათ შიში, დამოუკიდებელ საქართველო ამგვარ პოლიტიკას შეწყვეტდა ამას ემატებოდა ქართული მხარის ხისტი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობის მიმართ და რადიკალური მოწოდებები ავტონომიის საერთოდ გაუქმების შესახებ. აფხაზებს და ქართველებს, რომლებსაც ქონდათ ისტორიის მანძილზე გააზრებული საერათო იდენტობა და ისტორია მხოლოდ რამდენიმე ელიტამ რუსეთის კავკასიის კონფედერაციის და სეპარატისტების ზენოქმედებით შეძლეს შუღლის გაღვივება...
ByBekaGeorgia
0