ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ჩაატარებს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139703 ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვთისმსახურებებს მრევლის გარეშე ჩაატარებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა. "მშვიდობა თქვენდა, გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ის და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს", - ამბობს მეუფე საბა.