საქართველოში 8 დღემდე შემცირდა სავალდებულო კარანტინის ვადა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინში ყოფნა 12-ის ნაცვლად 8 დღის განმავლობაში მოუწევთ. გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან, 15 სექტემბრიდან ამოქმედდა, 7 სექტემბერს მიიღო კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინე სივრცეს მეცხრე დღეს დატოვებენ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსზე ტესტირების პასუხი უარყოფითი იქნება. ამასთან, ვალდებულნი იქნებიან მე-12 დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტი გაიკეთონ. თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყო 14-დღიანი კარანტინი. პირველ ეტაპზე ეს ვადა 12 დღემდე შემცირდა, დღეიდან კი, 8-მდე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30839274.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)