საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 62-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა, 348 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 235 პაციენტი.