ასეთ პირობებში როგორ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას არის ძალიან მნიშვნელოვანი-გიგაური
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142781
ასეთ პირობებში როგორ ვაპირებთ არჩევნების ჩატარებას არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა დავიწყოთ დისკუსია - ამის შესახებ განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა.
„ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ოქტომბერშიც შენარჩუნდება კონკრეტული შეზღუდვები, მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით, ორ მეტრიან დაშორებასთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ პირობებში როგორ ვპირებთ არჩევმების ჩატარებას ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს ამაზე დავიწყთ დისკუსია, შევიმუშაოთ სპეციალური რეგულაციები და მოვამზადოთ ყველა ჩართული მხარე იმისვის რომ არჩევნები ჩავატაროთ. მე ვფიქრობ რომ 6 თვე არ არის დიდი ვადა და უკვე დაგვიანებულიცკია ამაზე საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩვენ ამაზე დავფიქრდეთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ნაწილობრივ ელექტრონულად ხმის მიცემაზე ასევე არჩევნების დღის რამდენიმე დღეზე განაწილებაზე და ა.შ.“,-განაცხადა ეკა გიგაურმა.