9 წლის ბიჭს, დაჩი გულუას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის გამოსახვას სთხოვდა, მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა.
დაჩი მინისტრს სწერდა, შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული, რაც, ჩემი აზრით, ქალების შეუმჩნეველი ჩაგვრააო.
დაჩის დედის თქმით გახარიასთან შეხვედრა „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული გამოვიდა“, დაჩი კმაყოფილია და ეს ამბავი კიდევ გაგრძელდება.