გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს
Tbilisi Daily
სამართალდამცავებმა გლდანის 179-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რამდენი პირია დაკავებული.
ფიზიკური დაპირისპირება გლდანში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაიწყო. სიტუაციის განმხუტვის მიზნით დაპირისპირებაში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ, თუმცა, აქტივისტები მათაც დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთმა აქტივისტმა პოლიციელს წყალიც შეასხა. ისინი ასევე ხელს უშლიდნენ პოლიციელებს სავარაუდო სამართალდამღვევების დაკავებაში.