კასპის მუნიციპალიტეტში ისტორიული ციხე-გალავნის რესტავრაცია მიმდინარეობს
Gori Daily
ახალქალაქში მდებარე, ციხე გალავანის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი. რწმუნებულის თქმით, პანდემიის მიუხედავად, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.
,,რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე პროექტი ხორციელდება, ერთ-ერთი გახლავთ კასპის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ახალქალაქში უკვე დაიწყო ისტორიული ციხე-გალავნის რეაბილიტაციის და ტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, წლის ბოლომდე დასრულდება და რეგიონს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი შეემატება“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთის, აღნიშნული ნაქალაქარი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალქალაქში მდებარეობს, ისტორიული ქალაქი დაარსებულია ქართლ-კახეთის მეფის როსტომის მიერ მე-17 საუკუნეში. მოგვიანებით მისი მოურავები იყვნენ თარხნიშვილები, ხოლო საქართველოში მეფობის ქაუქმების შემდგომ, მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. უკვე მე-19 საუკუნეში ახალქალაქი (რომელიც მეფის ქალაქადაც იწოდება) უკვე სოფლად მოიხსენიება.
კასპისმუნიციპალიტეტი ისტორია
goridaily