საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 63 კრიტიკულად მძიმეა, მათი უმრავლესობა, 61 კი მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ მიაწოდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში 4 886 აქტიური შემთხვევაა, მათგან 527 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში დაფიქსირდა. ვირუსმა ქვეყანაში 72 პირი იმსხვერპლა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30883956.html #ახალი_ამბები #twitter