გიორში აგრარული ბაზარი გაიხსნა
Gori Daily
გორში გამკაცრებული საკარანტინო ზომების ფარგლებში დაკეტილი აგრარული ბაზარი გაიხსნა. ბაზარში არსებულ მდგომარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ღია აგრარული ბაზრის მომსახურეობით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. არსებული წესების გათვალისწინებით ისინი ობიექტზე პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. მისივე განმარტებით, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე მაქსიმალურადაა დაცული მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები.
"ბაზრის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნულია შესაბამისი ნიშნებითა და მითითებით. COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ მკაცრად კონტროლდება მომხმარებელთა ნაკადი და დადგენილი წესების დაცვა. ხორციელდება ასევე სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის ინტენსიური დეზინფექცია. ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზარი 4 აპრილს დაიხურა."- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიუხედავად 27 აპრილს შემსუბუქებული საკარანტინო ზომებისა და აგრარული ბაზრების გახსნის ნებართვის, ამ დრომდე გორსი არცერთი ბაზარი არ ფუნქციონირებდა.
#აგრარულიბაზარი
#კარანტინი
#რეგულაცია
#goridaily