მედია: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ფლორიდაში გაემგზავრება

Tbilisi Daily

აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტის, ჯოზ ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის დღეს ტრამპი თეთრ სახლს ვეტმფრენით დატოვებს და ფლორიდაში გაემგზავრება. ფლორიდაში ის მხარდამჭერებს შეხვდება და მიტინგზე ოფიციალურად განაცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ს 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე აღიარა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.