3-8 წუთიანი ფილმების კონკურსის ფინალისტები ცნობილია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი 3-8 წუთიანი ფილმების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსის განმავლობაში, შემოსული იყო 30 -ზე მეტი ფილმი, რომელთაგან, კრიტერიუმების მიხედვით, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 15 ფილმი შეარჩია. ფინალისტი ფილმების ნახვა შეგიძლიათ აქ: კოტე აბდუშელიშვილი - თორნიკე ივა ჩიტიძე - ლადო მარიამ გელაშვილი - BLINDSIGHT ანა რ. ჯაფარიძე - ნიკა ერეკლე სოლოღაშვილი - თუთამ რა დააშავა სოფო ჩხეიძე - ხალხში ყოფნა კარგია მარადია ცაავა -სახლში ქრისტინე შანავა - ჩვენ დავით გოგოლაშვილი - ნაბიჯ-ნაბიჯ საბა ქარელი და მირიან ორაგველიძე - მამის პორტრეტი ინტერნეტში ნიკა ციმაკურიძე - რეჟისორი სოფი გველუკაშვილი და გიორგი ქვარცხავა - სიზმრები მესმის მიშო ტატანაშვილი და თათა თორდინავა - თოკებიანი ქალი ლენა ჭაღალიძე - ბიძია გიორგი ხუფენია - მონადირის თვალთახედვიდან ჟიურის შემადგენლობა: სალომე ჯაში - დოკუმენტალისტი; გიორგი მრევლიშვილი - დოკუმენტალისტი; ნინო ორჯონიკიძე - დოკუმენტალისტი; თომა ბეგიაშვილი - რეჟისორი, რადიო თავისუფლება; დიანა ჯანაშია - პროგრამის მენეჯერი, MAC Georgia; ანა გოგუაძე - ფოტოგრაფი. კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ- ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია. საპრიზო ფონდი: პირველი ადგილი - 15 000 ლარი მეორე ადგილი - 6 000 ლარი მესამე ადგილი - 3 500 ლარი ფინალურ ეტაპზე გასულ კონკურსანტებს შორის სამი გამარჯვებული გამოვლინდება დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 27 ივნისს გაიმართება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31892709.html

Source: radiotavisupleba.ge