აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, სამივე პოლიციელი კლინიკაში მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.