რატომ გვიშტერდება თვალი და მოასწავებს თუ არა ის ე.წ. სკლეროზს

Tbilisi Daily

ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც - სა­უბ­რი­სას, ჭა­მის დროს, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას თუ სხვა დროს, თვა­ლი გაგ­ვშტე­რე­ბია და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ამით ოდ­ნავ შე­ნე­ლე­ბუ­ლა. ხში­რად ამას არც ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თა­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს. თუ რა­ტომ უშ­ტერ­დე­ბა ადა­მი­ანს თვა­ლი? არის თუ არა ეს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დარ­ღვე­ვა? რა იწ­ვევს მას და რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თავი? - ამ კი­თხვებ­ზე ნევ­რო­ლო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ჩა­ხა­ვა გვპა­სუ­ხობს. "რა­საც ჩვენ „თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბას“ ვუ­წო­დებთ, შე­საძ­ლოა, ბევ­რი მი­ზე­ზით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არ წარ­მო­ად­გენს რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ გა­მოვ­ლი­ნე­ბას და გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­დაღ­ლი­ლო­ბით ან გარ­კვე­უ­ლი სტრე­სით, ამა თუ იმ მოვ­ლე­ნით, რაც პი­როვ­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ხდე­ბა, მერე კი ეს მისი ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტით ვლინ­დე­ბა.ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს სა­უბ­რი­სას, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბო ისაა, რომ ეს შე­საძ­ლოა სხვა მი­ზე­ზით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად, ბავ­შვებ­ში ე.წ. თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია კრუნ­ჩხვით ანუ გულყრით. ეს ესაძ­ლოა და­ე­მარ­თოს გაკ­ვე­თილ­ზე, წა­მი­ე­რად შე­ჩერ­დეს და მას­თან კონ­ტაქ­ტი გაძ­ნელ­დეს.თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მო­ზარ­დებ­სა და უფ­რო­სებ­ში, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, შე­იძ­ლე­ბა სტრეს­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ სტრე­სია მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს მარ­თვა, ადაპ­ტა­ცია ე.წ. ქცე­ვი­თი თე­რა­პია, ცვლი­ლე­ბი იმ მი­მარ­თე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც გა­აჩ­ნია. ამას­თან, არის ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბაც, რომ­ლის დრო­საც ასე­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ხდე­ბა: პარ­კინ­სო­ნი, სხვა­დას­ხვა ტი­პის ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი... ასე რომ, ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა პირ­ველ ეტაპ­ზე წარ­მო­ად­გენს - ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ციტს, ან ე.წ. დეპ­რე­სი­უ­ლო­ბას, რა­საც თა­ვი­დან უხა­სი­ა­თო­ბას უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ეს შე­საძ­ლოა, ამ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყოს. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, თუ ადა­მი­ანს თვა­ლი უშ­ტერ­დე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც და­ა­ვა­დე­ბის სიგ­ნა­ლად არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ. გაშ­ტე­რე­ბა მოძ­რა­ო­ბის მი­მი­კაა, ე.წ. გა­ყი­ნუ­ლი სახე, მოქ­მე­დე­ბის შე­ნე­ლე­ბა, თუ სტრესს უკავ­შირ­დე­ბა, ეპი­ლეფ­სი­ურ აქ­ტი­ვო­ბას და პარ­კინ­სო­ნის წინა ეტა­პია, შე­იძ­ლე­ბა მოქ­მე­დე­ბის შე­ნე­ლე­ბა, თვა­ლის გაშ­ტე­რე­ბა წუ­თე­ბი, სა­ა­თე­ბიც გაგ­რძელ­დეს... - მოქ­მე­დე­ბის ასეთ­მა ხშირ­მა შე­ნე­ლე­ბამ შე­საძ­ლოა თუ არა ე.წ. სკლე­რო­ზი მო­ას­წა­ვოს, რაც უმე­ტე­სად ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა? - კი, შე­საძ­ლოა, რა­ღაც მო­მენ­ტში სწო­რედ ყუ­რა­დღე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყოს, ამ და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი. - თუ ასე­თი ეპი­ზო­დი ხში­რია, ასეთ დროს რა არის პრე­ვენ­ცია და რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია? - თუ ადა­მი­ანს ეს ხში­რად ემარ­თე­ბა, მარ­თე­ბუ­ლია, ექიმს მი­მარ­თოს, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი. თუ ეს არის სტრე­სუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის, დეპ­რე­სი­უ­ლი, შფოთვი­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბის ერთ-ერთი სახე, ამ გა­რე­მოს მარ­თვა და შეც­ვლა უნდა, რომ სტრეს­ფაქ­ტო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად იყოს. ამ დროს ცხოვ­რე­ბის წესს იც­ვლი­ან, უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ძილ-ღვი­ძი­ლის რე­ჟიმს ირ­ჩე­ვენ და კვე­ბის რე­ჟიმს აწეს­რი­გე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს ასე­ვე არე­გუ­ლი­რებს ნაკ­ლე­ბი დაღ­ლი­ლო­ბაც. მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუკი პა­ცი­ენ­ტი ექიმს მი­მარ­თავს და ის და­უ­ნიშ­ნავს.