ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სამყაროს განსხვავებული, ნოვატორული აღქმით. ჯიმ-მეი საკმაოდ განდეგილად ცხოვრობს, თუმცა კომუნიკაციას მაინც ამყარებს საზოგადოებასთან და ცდილობს საკუთარი აზრები გადასცეს. ამას კი იგი აკვარელის საშუალებით ახერხებს.
აი რას ამბობს მხატვარი საკუთარი თავის შესახებ "ხელოვნება ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, თუმცა რაღაც პერიოდი განზე დადგა", როდესაც ფარმაცევტულ კომპანიაში კარიერის აწყობა ვცადე. 2000 წელს გავედი პენსიაზე. ამ დროს შევხვდი ბრაიან ათეოს და ეს საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ თავიდან აღმეძრა ინტერესი და გამეცოცხლებინა დაფარული მხარე."
მას შემდეგ გავიდა 13 წელი. წარსულში ჯინი კალიფორნიელი მხატვრებისაგან იღებდა ინტერპრეტაციას, თუმცა ამის შემდეგ, მან გამოიმუშავა საკუთარი უნიკალური სისტემა და სტილი, რომელიც იდეოლოგიით დატვირთა. ეს არის ნახატების ციკლი, რომელიც ეძღვნება იმ ქვეყნებს, სადაც ხელოვანი იმყოფებოდა - ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია..
ყოველ ნახატს აქვს თავისი
ხასიათი “The Pottered Shortcut”, რომელიც დამკვირვებელს აძლევს შესაძლებლობას გაიაროს ის ვიწრო ქუჩები და ავიდეს კიბეებზე და მისწვდეს ცას. აქ აქცენტი კეთდება ბუნებაზე და ადამიანზე, როგორც მის ნაწილზე.