თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

Tbilisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, მას გუშინ სიცხე არ ჰქონია, თუმცა პნევმონია დარჩენილია. „კლინიკაში მიდის დაკვირვება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩაუტარდება მორიგი ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება სტრატეგია. ის თავს მხნედ გრძნობს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს და დისტანციურად ჩართულია. გუშინ სიცხე არ ჰქონდა და პროგრესი შეინიშნება, თუმცა პნევმონია დარჩენილია. ​რემდესივირს რაც შეეხება, მომდევნო დღეებში კვლევის პასუხებს ელოდება და რა შედეგიც დაიდება, ამის მიხედვით გააკეთებს ანალიზს“,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ. თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია კვლავ სახლში განაგრძობს მკურნალობას.