ტრამპი: ეს ობამაგეითის გამო მოხდა
Tbilisi Daily
დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამასა და მის გუნდს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოცემა „ფედერალისტის“ სტატიის კომენტირებისას დაწერა. სტატიაში საუბარია, იმაზე, როგორ სთხოვა ობამამ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, ტრამპზე დაწყებული გამოძიების შესახებ დაემალა.
ტრამპი წერს, რომ სწორედ ობამა და ბაიდენი იდგნენ ტრამპისთვის წაყენებული ბრალდებების უკან.
„ეს მოხდა, ობამაგეითის გამო და იმიტომ, რომ ბრალდებების უკან ობამა და „მძინარე ჯო“ იდგნენ. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ადმინისტრაცია იყო“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.
#news
#ტრამპი
#ობამა
#ბრალდებები
United States
#tbilisidaily
#dailynews