გამყრელიძე: ყოველდღიურად 20-40 შემთხვევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია

Tbilisi Daily

თუ ასეთი დინამიკა შევინარჩუნეთ და მე-6, მე-7, მე-8 კვირას იქნება 20, 30, 40 ინფიცირების შემთხვევა ყოველდღიურად, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ,,დღეს გვქონდა პიკი, ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში 1096 კვლევა ჩატარდა, გვინდა,15 მაისამდე Covid 19-ით ინფექციაზე დღეში 1 500-დან 1 700-მდე კვლევის, ხოლო 15 მაისის შემდგომ 2000-დან 2 500-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება. ამ ეტაპზე PCR ტექნოლოგიით კვლევას 12 ლაბორატორია აწარმოებს და კიდევ 3-ის დამატება იგეგმება. როდესაც შეზღუდვების შერბილება ხდება, აუცილებელია, რომ საზოგადოებისთვის PCR კვლევები უფრო ხელმისაწვდომი იყოს",- განაცხადა ამინარ გამყრელიძემ. #კორონავირუსი #პანდემია #ტესტები #tbilisidaily