ნარუტო-ტენტენი ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟია!

0
ნარუტოს სერიებს უამრავი საინტერესო პერსონაჟი ყავს, თუმცა ყველა მათგანს საკმარისი დრო არ ეთმობათ. ბევრ პერსონაჟს შეიძლება შეეხოს ეს ფაქტი, თუმცა ყველაზე მეტად კიშიმოტოს, ტენტენიც პოტენციალის გაფლანგვას თუ დავაბრალებთ. ტენტენი "team guy" ს გოგო წევრია, რომელსაც უამრავი სხვა და სხვა მრავლის შემძლე იარაღის გამოყენება შეუძლია და ანიმეში "კონოჰა 11" ის წევრიც არის, თუმცა მისი როლი ნარუტოში ფაქტობრივად არ არსებობს. ტენტენი ყველაზე ცნობილი ჩუნინების გამოცდაზე, ტემარის წიანაღმდეგ ბრძოლით გახდა, რომელიც მალევე სრულდება ტემარის გამარჯვებით, რაც ფაქტობრივად სამუდამოდ ქვიშის შინობის ჩრდილ ქვეშ ახვედრებს.
მოგვიანებით, შიპუდენის 237 ეპიზოდში ვიგებთ რომ ტენტენს უნდოდა მკურნალი ნინძა გამოსულიყო, ისევე როგორც ცუნადე, თუმცა ვარჯიშის მიუხედავად ვერ შეძლო. თუმცა მალევე იგებს რომ მას შესანიშნავად გამოსდის ფუინძუცუ-მაგრამ ეს ფაქტები მანგის ნაწილი საერთოდაც არ არის და არც ანიმეს მთავარი სიუჟეტი, ამ ყოველივეს ფილერ ეპიზოდში ვიგებთ. ტენტენის წარსულის საშუალებით ავტორს შეეძლო საინტერესო პერსონაჟი შეექმნა ტემარისთან ბრძოლის შემდეგაც ან უბრალოდ მოეხერხებინა ის რომ თავის მეგობარ როკ ლისთან რაიმე საერთო მაინც ქონოდა. team guy ს წევრები საკმაოდ ახლო მეგობრები არიან და მათ საკუთარი spin-off იც კი აქვთ. თუმცა მას შემდეგ რაც ლის და ნეჯის წარსული გავიგეთ და ოპერაცია "გაარას გადარჩენაც" დასრულდა, ისინი როგორც ჯგუფი, ჩრდილის ქვეშ აღმოჩნდნენ, ყველაზე მეტად კი ტენტენს შეეხო ეს ფაქტი.
ტემარიმ არამხოლოდ ბრძოლაში მოუგო ტენტენს. ბორუტოში ტემარი და შიკამარუ დაქორწინებული წყვილი არიან და შვილიც ყავთ, შიკადაი, ხოლო ტენტენი ჯერ კიდევ მარტო რჩება და არ ყავს ოჯახი. მისი საუკეთესო მეწყვილე, ნეჯი, რა თქმა უნდა შეუძლებელია დაუბრუნდეს მას თუმცა, რატომ არ უნდა იყოს ლისთან ან შინოსთან, რომელიც ასევე დაუქორწინებელია. მეორე მხრივ ისეთი პერსონაჟები როგორებიც კიბა და ჩოუჯი არიან, უბრალოდ გაქრნენ სიუჟეტიდან, თუმცა ტენტენის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. რა თქმა უნდა ქორწინება არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იმისთვის რომ პერსონაჟი დაიწეროს, უბრალოდ არასასიამოვნოა მარტოსული ქალის ნახვა, მაშინ როდესაც თითქმის ყველა დაწყვილდა. ბორუტოში ტენტენი იარაღების მაღაზიას ფლობს, თუმცა გაყიდვებში არ უმართლებს მეოთხე მსოფლიო ომის მიერ გამოწვეული პრობლემების გამო. ნარუტოს ერამ მშვიდობაში შეაბიჯა, იქიდან გამომდინარე რომ გაყიდვები საკმაოდ დაბალია, სავარაუდოდ მოწყენილიცაა ტენტენი-რატომ არ ქმნის ოჯახს ტენტენი სხვა პერსონაჟების მსგავსად ან რატო არ მონაწილეობს შინობების საქმეებში?
ყველაფერთან ერთად ტენტენი მოყვარული იარაღების შემგროვებელია, რომელსაც ბევრი ანტიკვარული იარაღიც აქვს. ბორუტოს ეპიზოდებმა შესაძლებელია ამის შესახებ უფრო მეტი მოგვახსენოს, თუმცა ამ დროისთვის ტენტენი ნამდვილად უკანა პლანზეა გადაწეული. ნარუტოს ქალი პერსონაჟები ზოგადადაც ნაკლებად არიან კარგად დაწერილები, ვიდრე მამაკაცები, თუმცა ტენტენთან ახლოს ვერცერთი მივა როგორც დაუსრულებელი პერსონაჟი.
0