ინფექციური საავადმყოფოს არც ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესებულა - მარინა ეზუგბაია
Tbilisi Daily
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრში მყოფი მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ შვიდი მოზარდი მკურნალობს.
„ცენტრში მყოფი პაციენტების მდგომარეობა არც ერთის არ გაუარესებულა. ჩვენი ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აქვთ, სტაბილურია, სუნთქვის გაძნელების გარეშე არიან. გვყავს მძიმე პნევმონიებით დაახლოებით ექვსი-შვიდი პაციენტი, მათი მდგომარეობაც სტაბილურია, ჯერ ჯერობით არ პროგრესირებს, სიტუაცია მართვადია.
ექვსი პაციენტიდან, რომელიც დღეს შემოვიდა, ერთ-ერთი მოზარდია. ექვს მოზარდს დაემატა მეშვიდე მოზარდი, მაგრამ მისი მდგომარეობაც არ არის საგანგაშო. არსებული მონაცემებით, საშუალოზე მსუბუქია. ვნახოთ, გაფართოებული კვლევებით, სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით დინამიურად გეტყვით, შემდეგ როგორი მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებულები
#მარინაეზუგბაია
#tbilisidaily