სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა - მარინა ეზუგბაია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143138
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი ინფიცირებული პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერს ეკუთვნის და ისინი საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ.
"ჩვენთან გუშინ მოთავსდა 2 პაციენტი, ესენი ალბათ არა ამ სამიდან, არამედ წინა 9 პაციენტიდან გახლავთ. ორი პაციენტი დაგვემატა ამ ეტაპზე. ორივე თეთრიწყაროდან არის, საკარანტინო სივრციდან. ამ ეტაპზე გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი. 87 გამოჯანრმთელებული პაციენტია, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა.
ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, მეორე დღეა მასთან მდგომარეობის სტაბილიზება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება. დაგვემატა კიდევ ორი ახალი პნევმონია, ჯერჯერობით მათთან დავადების პროგნოზირება არ შეინიშნება. ვნახოთ დინამიკა როგორი იქნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.