Კონსულტაციები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში

Tbilisi Daily

მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან, სადაც მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები რეზიდენციაში „ლელოს“ ცენტრალური ოფისიდან მივიდნენ, სადაც პოზიციებზე იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.