მინსკში დაკავებულთა რიცხვი 140-ს აღწევს

Tbilisi Daily

აქციების 21-ე დღეს ბელარუსში დემონსტრაციამ დაკავებების ფონზე ჩაიარა. დაკავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცლდება - ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე 140 ადამიანია დაკავებული. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით კი 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ. მომიტინგეები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. #ახალიამბები