კორონავირუსი სარიტუალო დარბაზის თანამშრომელს დაუდასტურდა

0
კორონავირუსი დაუდასტურდა წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს. იგი ცხელების ცენტრში 7 სექტემბერს გადაიყვანეს, ვირუსი კი გუშინ დაუდასტურდა. წვეულებათა სახლის დირექტორის თქმით, 6 სექტემბერს 200 კაციანი ქორწილი გაიმართა. კოვიდდადებითი თანამშრომელი მიმტანების ხელმძღვანელია და უშუალო შემხებლობა 8 მიმტანთან ჰქონდა. რესტორნის 34 თანამშრომელი ტესტის პასუხების მოლოდინში თვითიზოლაციაში იმყოფება.
0