აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 064 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

აშშ-ში კორონავირუსით კიდევ 1 064 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 18 106 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში აშშ-ში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლინდა კორონავირუსის 1 342 594 შემთხვევა. გარდაიცვალა 80 820 კოვიდინფიცირებული.#news#აშშ#კორონავირუსი#Tbilisi Daily#DailyNews