ჩინეთში 24 საათში COVID-19-ით 49 პირი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კოროვირუსის ინფექციის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის რეგისტრირებულია 18 უსიმპტომო მატარებელი პირი. 1 პაციენტი გამოჯანმთელდა. გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა. 39 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. საერთო ჯამში, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში გამოვლენილია COVID-19-ის 83 181 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 78 370 ადამიანი, COVID-19–ით ინფიცირებული 177 პაციენტი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს. ეპიდემიას 4 634 ადამიანი ემსხვერპლა.