პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

Tbilisi Daily

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პრეზიდენტი და პრემიერი პერიოდულად მართავენ სამუშაო შეხვედრებს. მათივე თქმით, ეს შეხვედრაც, ერთ-ერთი რიგი სამუშაო შეხვედრა იყო.