რა მესიჯი გაუგზავნა სააკაშვილმა წულუკიანს – "ჩემი ტელეფონის ნომერი გულის ფიცარზე უწერია"..

Tbilisi Daily

„ახლა რა მომენტშიც ვსაუბრობდით, ამ სახის SMS მივიღე – „ძვირფასო საჯარო მოხელეებო, თამამად დააფიქსირეთ ნება, ხმის მიცემის პროცესი ფარულია და არჩევანის შესაძლებლობის შესახებ, იცით მხოლოდ თქვენ, – მ. სააკაშვილი“. როგორც ჩანს, საჯარო მოხელე ვგონივარ. საჯარო მოხელეებს, რომელთა რიცხვშიც, როგორც ჩანს მეც მოვიაზრები, ალბათ, მობილურ კომპანიასთან, რომელთანაც ამგვარი ტიპის მომსახურებაზე, ხელშეკრულება დადო, შეიძლება აღრიცხული ვყავარ, როგორც საჯარო სამსახურის მოხელე. ან, მეორე ვარიანტია, რომ სააკაშვილს, ჩემი ტელეფონის ნომერი, გულის ფიცარზე უწერია და მიგზავნის შორიდან SMS – ს (რა თქმა უნდა ხუმრობით).