ნაცემი და უგონოდ მყოფი თავისით ვერ აღმოჩნდებოდა წყალში…
Tbilisi Daily
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება და ამბობს მისი შედეგების გასაჯაროების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა ვერისა, რომ ნაცემი გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად გადავარდა.
„აშკარაა, რომ დაზიანებები აქვს, სავარაუდოდ, შემდეგ არის წყალში გადაგდებული. ასეთ ვერსიას თუ გავათამაშებთ. არარეალისტურია ის, რომ ნაცემი თვითონ წყალში გადავარდა, ჩანთა თავისით შეხტა ზემოთ და მსგავსი რაღაცები.
შესაძლებელია, ეგონათ, რომ შემოაკვდათ. მიუხედავად ექსპერტიზის კატეგორიულობისა, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილი ღია დარჩა. მეტი დეტალიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ დასკვნა დადო.
ცალსახად მგონია, რომ ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში წყალში ვერ აღმოჩნდებოდა. ეს არის ჩემი აზრი, როგორ აღმოჩნდა იგი წყალში, ეს უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს…
ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ რა მუხლს დასვამენ, მაგრამ განზრახ მკვლელობის თემა შეიძლება სადაო გახდეს, რადგან არ არის გამორიცხული, მაგალითად ეს იყო სხეულის დაზიანება. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს იმის, რომ ვინმემ ცალსახად იგი წყალში გადააგდო“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ექსპერტიზისდასკვნა შეფასება
TbilisiDaily