როდის შევძლებთ ბათუმიდან თბილისში გადაადგილებას?

0
დღეიდან ქვეყანაში შეზღუდვების დიდი ნაწილი იხსნება. კერძოდ, დაშვებული იქნება საქალაქთაშორისო მგზავრობა. გაიღება დახურული რესტორნებიც - თუ ადრე მხოლოდ ღია სივრცეში იყო შესაძლებელი დაჯდომა, ახლა უკვე რესტორნები სრული დატვირთვით ამუშავდება. თუმცა, დისტანცირებისა და პირბადეების მოხმარების წესი ძალაში რჩება. გაიხსნება სასტუმროებიც, თუ მათ სახელმწიფო შემოწმება გაიარეს და უსაფრთხოების წესებს აკმაყოფილებენ. მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურებიც. თუმცა, საქალაქთაშორისო მიმოსვლის განახლება მატარებლით მგზავრობის შესაძლებლობას არ ნიშნავს. ამ ეტაპზე, ბათუმიდან სხვა ქალაქებში მოგზაურობა მხოლოდ მიკროავტობუსებით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, უწყებაში მატარებლის განახლების ზუსტ თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ. ბათუმი-თბილისის მარშრუტი კი ყველაზე პოპულარულია. მიკროავტობუსებით მგზავრობა, როგორც წესი, რიგ რისკთანაა დაკავშირებული. ამ რისკების გაკონტროლება მატარებელში უფრო მარტივია. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში აღდგება მატარებლით მიმოსვლაც. სანამ ეს მოხდება, რკინიგზამ უსაფრთხოების წესები უნდა შეიმუშავოს. იგეგმება თერმოსკრინინგის, ანუ ტემპერატურის გაზომვის შემოღება. სადგურებში გაუმჯობესდება ჰიგიენური სიტუაცია და დამონტაჟდება ანტიბაქტერიული ხსნარის კონტეინერები. სავარაუდოდ, მატარებელი სრული დატვირთვით იმუშავებს, მაგრამ აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. მატარებელი ბათუმი თბილისი კორონავირუსი
batumidaily
0