"ეს აფხაზებს რომ მოვუყვე, გაბრაზდებიან, ჩათვლიან, რომ საქართველოს აგენტი ვარ.."

Sokhumi Daily

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოდიაკონი, ანდრეი კურაევი 2010 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გააგზავნეს მივლინებით, სადაც ის მისიონერი იყო. მან აფხაზეთში სამი წელი დაჰყო, მუშაობის პარალელურად ძირფესვიანად შეისწავლა საქართველოს ოკუპირებული კუთხის ისტორია და კულტურა. 2013 წლის 16 ოქტომბერს კი, "იუთუბზე" გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი ფილოსოფოსი და თეოლოგი აფხაზ ხალხზე საუბრობს. "ფაქტია ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დგას უძველესი, არაჩვეულებრივი მართლმადიდებლური ტაძარი (ბიჭვინთის მონასტერი). თუმცა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ხალხს, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე? პარადოქსია - ეს ხალხი თავს აფსუებად მოიხსენიებს, ხოლო სიტყვა "აფხაზეთი" - ქართულია. ისინი კი, ვინც თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილნი არიან. ეს ნამდვილი აფხაზები XVI - XVII საუკუნეებში თურქებმა განდევნეს. მათგან გაწმენდილ ტერიტორიებზე კი, ჩერქეზები ჩაასახლეს. დღევანდელმა აფხაზებმა მხოლოდ სახელი შეინარჩუნეს წინაპრებისგან - ისიც არა თავისთვის, არამედ ტურისტებისთვის, რომლებიც მათთვის გასაგებ, რუსულ ენაზე ლაპარაკობენ. თუმცა, ეს ყველაფერი აფხაზებს რომ მოვუყვე, ძალიან გაბრაზდებიან, ჩათვლიან, რომ საქართველოს აგენტი ვარ." - განაცხადა მამა ანდრეი კურაევმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა